ერაყში აფეთქებამ შეიწირა 25 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრი

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, პარლამენტის შიიტი წევრი, აჰმად ალ-ხალაფიც არის, სულ ცოტა, 25 ადამიანს შორის, რომელიც ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა შიიტების ერთ-ერთი უბნის შესასვლელთან.