ახალაიას ოჯახი: ექსტრადიციაზე საბერძნეთის სასამართლომ უარი განაცხადა

დათა ახალაიას ექსტრადიციაზე საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს უარი უთხრა - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოებს აცნობეს ახალაიას ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა. საქართველოში დღეს უკვე გაუქმებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია საბერძნეთის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა ყალბი დოკუმენტებით იტალიაში გამგზავრების მცდელობისას. საქართველოში დათა ახალაია ბრალდებულია რამდენიმე, მათ შორის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.