საქართველოს პარლამენტში დახურული სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს დახურული სხდომა, რომელზეც რუსეთის და ოკუპირებული აფახაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრეულების პროექტზე მსჯელობენ. შეხვედრას პარლამენტის ბიუროს წევრები ესწრებიან. 16 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობას შესთავაზა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთთან ორმხრივი დიალოგი უნდა შეწყვიტოს და მოსკოვთან კონტაქტი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით განაგრძოს.