ლავროვი: აშშ-სთან ურთიერთობის გაცივება ხანგრძლივი იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობამ „ფსკერს“ მიაღწია. ამასთან, პარტია „ერთიანი რუსეთის“ პროექტის, „სამოქალაქო უნივერსიტეტის“ წარდგენისას წაკითხულ ღია ლექციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაცივების პერიოდი ხანგრძლივი იქნება: „ჩვენს ურთიერთობაში დამდგარი პერიოდი ხანგრძლივი იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის კრიზისს დასჭირდება გარკვეული დრო. ყველას მოუწევს იფიქროს ძალისხმევის გაძლიერებაზე კონსტრუქციულ კალაპოტში, და არა ცალმხრივი სანქციების კალაპოტში" - განაცხადა მან. ლავროვი არ გამორიცხავს, რომ „სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა“ შეიძლება მოლდავეთსა და დნესტრისპირეთის მიმართებითაც განმეორდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, დნესტრისპირეთს ექნება უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, თუკი კიშინიოვი უარს იტყვის თავის ამჟამინდელ, ნეიტრალურ სამხედრო-პოლიტიკურ სტატუსზე.