გარდაიცვალა დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა. დიზაინერს 2006 წელს დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი. ოსკარ დე ლა რენტა სამოციანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც მაშინდელი ამერიკის პირველი ლედი, ჯეკი კენედი ხშირად არჩევდა მის მიერ შექმნილ სამოსს.