ეუთო: არჩევნებმა უკრაინაში ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა დაადასტურა

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის დადასტურება იყო და მოსახლეობას ნამდვილი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 27 ოქტომბერს გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად ლიდერობენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 21,6%-ით წინ უსწრებს პრო-საპრეზიდენტო ძალას. ხმათა 10.8 პროცენტი ხვდა წილად დასავლეთ უკრაინაში დაფუძნებულ პრო-ევროპულ „თვითდახმარების“ პარტიას. ეროვნული ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „უკრაინის მძლავრ და შეუქცევად დაბრუნებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.