პუტინს მოუწოდეს, არ აღიაროს სეპარატისტული არჩევნები

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფისის თანახმად, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, არ აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი არჩევნების შედეგები. ლიდერებმა ერთობლივი სატელეფონო კონფერენცია გამართეს, რის დროსაც ისინი ამასთან, მიესალმნენ ბრიუსელში რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულ გარიგებას გაზის თაობაზე.