ქალი საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში

Your browser doesn’t support HTML5

მითია თუ სინამდვილე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო უპირატესად მამაკაცების სამფლობელოა? რით განსხვავდება (თუ, საერთოდ, განსხვავდება) ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობები ამ სფეროში? რა დახმარება შეიძლება გაუწიოს საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ქალებს, მათ შორის − დიასახლისებს? ამ საკითხებზე მსჯელობენ „გენდერული ამბების“ სტუმრები: GDG-Tbilisi-ს მენეჯერი ნინო ნანიტაშვილი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემთა ანალიტიკოსი დავით სიჭინავა და რადიო თავისუფლების ინტერნეტისა და ტექნოლოგიების საკითხთა მიმომხილველი დავით (გონზო) ჩიხლაძე. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.