თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოანი თვლის, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ებრძვის, ზედმეტად არის კონცენტრირებული სირიის ქალაქ კობანიზე. ერდოანმა პარიზში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ თქვა: „რატომ კობანი, და არა სხვა ქალაქები, ილდიბი, ჰამა, ან ჰორმსი, როცა ერაყის ტერიტორიის 40 პროცენტი დაიკავა ისლამურმა სახელმწიფომ?“. ერდოანის კრიტიკა გაისმა მაშინ, როცა 150-მდე ფეშმერგელი, ერაყელი ქურთი მეომარი ემზადება თურქეთიდან სირიაში, კობანის დასაცავად წასასვლელად. აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია საჰაერო დარტყმებით ეხმარება კობანის დამცველებს, მაგრამ ისლამური სახელმწიფოს მეომრებს კვლავ უკავიათ ქალაქის სამი ნაწილი.