პრეზიდენტი მარგველაშვილი ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვენაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების" გაერო-ს მეორე კონფერენციის მუშაობაში. გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას თემაზე: "ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად". ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.
ქვეყნის პირველი პირი ავსტრიული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.