ავღანეთში მისია დაასრულა კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა

ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი. 147 კაციანი ქვედანაყოფი ავღანეთში კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდა. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ყანდაღარის პროვინციაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდნენ და საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.