კანადის ავიამოიერიშეებმა დარტყმა განახორციელეს "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეებზე

კანადის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანადის ავიამოიერიშეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ განახორციელეს პირველი საბრძოლო მოქმედება მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კანადა შეუერთდა აშშ-ის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიას. 2 ნოემბრის განცხადებაში კანადის თავდაცვის მინისტრი რობ ნიკოლსონი აღნიშნავს, რომ კანადის ავიამოიერიშეებმა - CF18-ებმა დარტყმა განახორციელეს ერაყში, ფალუჯის ახლოს მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე.