რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური ჩატარდება. 16 ნოემბერს გაირკვევა ვინ შეცვლის რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე ტრაიან ბასესკუს, რომელიც 10 წელია ქვეყნის სათავეშია. 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ლიდერობს ორი კანდიდატი - პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და ქალაქ სიბიუს მერი კლაუს იოჰანისი. ვერც ერთმა მათგანმა მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარი. წინასწარი შედეგებით, პონტას 37,5% აქვს, იოჰანისს კი - 30,3%. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53,3%-მა მიიღო.