პოროშენკო ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ჯარს აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ბრძანება გასცა ქვეყნის სამხრეთისა და აღმოსავლეთის დასაცავად ჯარების გაძლიერების შესახებ. პოროშენკომ ეს განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მისი თქმით, სამხედრო ნაწილები დაიცავენ მარიუპოლს, ბერდიანსკს, ხარკოვს და ლუგანსკის ჩრდილოეთს, ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონს. პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, მომზადდეს კანონი, რომელიც ხუთი სექტემბრის სამშვიდობო გეგმის შესაბამისად დამტკიცდებოდა. კანონი მიანიჭებს შეზღუდულ ავტონომიას ორ მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონს.