ალინა ცარნაევამ თავი დამნაშავედ ცნო გამოძიებისთვის ხელის შეშლაში

2013 წელს ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის დამ ალინა ცარნაევამ თავი დამნაშავედ ცნო გამოძიების ხელის შეშლაში, რომელიც შტატ მასაჩუსეტში ფულის გაყალბების ფაქტს იძიებდა. ბოსტონში პროკურატურასთან შეთანხმებით, ალინა ცარნაევას ციხეში არ მოათავსებენ იმ შემთხვევაში, თუკი ის წარმატებით გაივლის 30-დღიან გამოსაცდელ პერიოდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ორწელიწადნახევრიანი პატიმრობა ელის. ამასთანავე ცარნაევას წინააღმდეგ ნიუ-იორკში აღძრულია კიდევ ერთი საქმე. მას ბრალად ედება მისი ქმრის ყოფილი მეგობარი ქალის მიმართ მუქარა. ცარნაევა მას აფეთქებით ემუქრებოდა.