გიგა ბოკერია: ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა კრიზისში შეიყვანა

ყველასთვის ნათელია, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა, - ამის შესახებ განაცხადა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. როგორც მან გადაცემა "არჩევანში" საუბრისას აღნიშნა, ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს.