გერმანია: რუსეთმა უნდა დაიცვას უკრაინაში ზავის გეგმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უარესდება და ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, უნდა დაიცვას 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავი. შტაინმაიერი ამ მოწოდებით გამოვიდა ყაზახეთში 10 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ცნობების გამო, რომ დიდი რაოდენობით სამხედრო პირები და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.