საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას 87 დეპუტატი ეყოლება

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში უმრავლესობა 87 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ამჟამად - ანუ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის რიგებს შეუერთდა ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობიდან გასული წევრები და უმრავლესობის რიგებში დარჩა „თავისუფალი დემოკრატების“ სამი ყოფილი წევრი - უმრავლესობის ოფიციალურ წევრად ითვლება 81 დეპუტატი. მაგრამ უმრავლესობაში შესვლის სურვილი აქვს გამოთქმული ფრაქცია „უპარტიო დამოუკილებელ მაჟორიტარებსაც“. პარლამენტში უმრავლესობის არსებობას პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციამ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა კოალიცია "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას.