ევროპის კოსმოსური უწყების ხომალდი კომეტაზე დაეშვება

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მისი ხომალდი მოშორდა ზონდ როსეტას და დაიწყო მოძრაობა კომეტისკენ, რომელზე დაჯდომაც უნდა სცადოს. ეს კოსმოსური ხომალდის კომეტაზე დაჯდომის პირველი შემთხვევა იქნება. გერმანელ, დარმშტადტელი მეცნიერებს დიდი დრო დასჭირდებათ, სანამ დაადგენენ, დაჯდა თუ არა მათი მცირე ზომის, სარეცხი მანქანის ზომის, ასკილოგრამიანი აპარატი კომეტა "67-პი-ზე".