უკრაინა ოთხი ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 4 სამხედრო პირი დაიღუპა და 18 დაიჭრა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებში. სამხედრო უწყების ცნობით, ბრძოლებს ადგილი ჰქონდა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტთან და ასევე ლუგანსკის ოლქთან მდებარე სოფელ დებალცევოსთან. სეპარატისტთა ინფორმაციით კი სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა დონეცკის გარეუბნის საარტილერიო დაბომბვის შედეგად.