გარდაიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე

ლონდონში 58 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბენდუქიძე. როგორც იუწყებიან, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის ოპერაციის შემდგომი გართულება. ბენდუქიძე იყო საქართველოში 2004-2009 წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.