თბილისს ესტუმრა ჯორჯ სოროსი

„ღია საზოგადოების“ საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ჯორჯ სოროსი თბილისში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს „ღია საზოგადოება-საქართველოს“ 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 15 ნოემბერს ჯორჯ სოროსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. სავარაუდოდ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთანაც გაიმართება.