აღმოსავლეთ უკრაინიდან ისევ იუწყებიან მსხვერპლის შესახებ

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 17 ნოემბერს განაცხადეს, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპნენ ექვსი ჯარისკაცი და სამი პოლიციელი. სამი პოლიციელი დაიღუპა მათთვის ჭურვების დაშენისას ლუგანსკის ოლქში მდებარე მაკარევოსთან. ამავე თავდასხმისას დაიჭრა ხუთი პოლიციელი. ხოლო ჯარისკაცები დაიღუპნენ დონბასის რეგიონში სხვადასხვა ინციდენტის დროს. ამავე წყაროს ცნობით, წინა ღამით მოკლეს 23 და დაჭრეს 27 მეამბოხე.