ერაყში, ქურთების რეგიონში ოთხი ადამიანი შეიწირა დანაღმული მანქანის აფეთქებამ

ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლის, ჰამზა ჰამედის განცხადებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა რეგიონის დედაქალაქ ირბილში, მთავრობის შენობასთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, სამი მცველია. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ერაყის სხვა პროვინციებთან შედარებით, ქურთების რეგიონში უფრო იშვიათია ძალადობა. მაგრამ ქურთი მეომრები ამჟამად მონაწილეობენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რის გამოც, სავარაუდოდ, გაზრდილია ქურთების რეგიონისადმი ექსტრემისტების ყურადღება.