ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ 22 ნოემბერს ვენაში იგი შეუერთდება აშშ-ის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჯონ კერისა და მოჰამად ჯავად ზარიფს, რათა მოიხსნას ბოლო წინააღმდეგობები, რაც შეთანხმებას უშლის ხელს. ახლოვდება 24 ნოემბერი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადად არის დასახელებული - თუმცა ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა. ვენის მოლაპარაკებათა მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს.