უკრაინის ქალაქ პოლტავამ რუს მომღერალს საპატიო მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის ქალაქ პოლტავამ საპატიო მოქალაქეობა ჩამოართვა რუს მომღერალს და დეპუტატს იოსიფ კობზონს. პოლტავის ქალაქის საბჭომ 25 ნოემბერს გადაწყვიტა ჩამოართვას მომღერალს 2002 წელს მინიჭებული წოდება მისი ანტიუკრაინული პოზიციის გამო. კობზონი უკრაინაში დაიბადა 1937 წელს და საბჭოთა პერიოდში პოპულარული მომღერალი იყო. ის რუსეთის დუმის წევრია და პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას უკრაინის მიმართ მხარს უჭერს. სექტემბერში კობზონს საპატიო მოქალაქეობა დაატოვებინა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკმა. უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, კობზონის გვარი შეიტანეს იმ პირების სიაში, ვისაც უკრაინაში ჩასვლა ეკრძალება.