ეგვიპტეში ისლამისტთა ახალი გამოსვლები დაიწყო

ეგვიპტის მთავრობის თანახმად, არმიის მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ავტომანქანიდან. ინციდენტის დროს დაიჭრა ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ ბომბს მიაკვლია. დაგეგმილი ანტისამთავრობო გამოსვლების წინ უშიშროების ძალებმა ასამდე ისლამისტი დააკავეს. ეგვიპტეში 28 ნოემბერს ისლამისტთა ახალი საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ. უშიშროების ძალების თანახმად, ისისნი ნებისმიერ არეულობას სასტიკად გაუსწორდებიან.