მოლდავეთის უზენაესმა სასამართლო პალატამ ძალაში დატოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებიდან პარტია „პატრიის“ მოხსნის შესახებ. ამ პარტიას უცხოეთიდან უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, „პატრიას“, რომელიც ევრაზიულ ინტეგრაციას ემხრობა, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 15%-მდე შეიძლება მოეპოვებინა. არჩევნები კვირას გაიმართება.