ავღანეთში თალიბანის თავდასხმას სამი თალიბი და ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქაბულში, უცხოელებით დასახლებულ კომპლექსზე თალიბანის თავდასხმა დასრულდა სამი თავდამსხმელისა და სულ ცოტა ორი სამოქალაქო პირის სიკვდილით. შაბათს გამართული ბრძოლა რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ავღანეთის პოლიცია იტყობინება, რომ მოკლულ სამოქალაქო პირთაგან ერთი ავღანელი და ერთი უცხოელი იყო.