აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებში ორი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ორი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა და ორი დაიჭრა. როგორც უკრაინის სპეცოპერაციის პრესცენტრი იტყობინება, სეპარატისტებმა დაახლოებით ორმოცდაათჯერ დაუშინეს ცეცხლი სამხედროების პოზიციებს. უკრაინის არტილერიამ ოცზე მეტი საპასუხო დარტყმა განახორციელა.