მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ჯანდაცვის ათასობით მუშაკმა გამართა საპროტესტო აქციები

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ჯანდაცვის ათასობით მუშაკმა გამართა საპროტესტო აქციები. აქციები მიმართულია რეფორმების წინააღმდეგ რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილია საავადმყოფოების დახურვა და ექიმების დათხოვნა. კვირას მოსკოვში სულ ცოტა 4000-მა ექიმმა, ჯანდაცვის მუშაკმა და მათმა მომხრეებმა გააპროტესტეს 28 საავადმყოფოს დახურვისა და ათი ათასამდე ექიმის დათხოვნის გეგმები.