მეცნიერების აზრით აივ ინფექცია ძალას კარგავს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აივ ინფექციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ნაკლებად მომაკვდინებელი და ნაკლებად გადამდები გახდა, მეცნიერების აზრით აივ ინფექციას მეტი დრო სჭირდება, რათა შიდსის მიზეზი გახდეს და მისი მკურნალობაც გამარტივდა. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ვირუსი თანდათან შესაძლოა „თითქმის უსაფრთხო“ გახდეს. დღეს მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი აივ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს.