ნატო გმობს რუსეთის მოქმედებას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში

ნატოს წევრები და უკრაინა გმობენ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისა და უკრაინისაგან მიერთებულ ყირიმში სამხედრო ძალების გაზრდისათვის. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ. პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: „გადაჭრით ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის განუწყვეტელ და განზრახ დესტაბილიზაციას, თანამედროვე აღჭურვილობის, იარაღისა და სამხედრო მოსამსახურეების მიწოდების ჩათვლით. და ასევე ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას უკრაინაში და ახდენს სერიოზულ გავლენას სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მთელს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბრიუსელში იმყოფება აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ბერუჩაშვილი ბრიუსლში შეხვედრებისას დასვამს, არის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაა.“