უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა

უკრაინის არმია და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმების დარღვევაში, რომელიც რამდენიმე საათით ადრე დაიდო. შეთანხმება ეხება დონეცკის აეროპორტს. უკრაინის არმიამ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოფიციალურ პირებთან მიაღწია დროებით შეთანხმებას დონეცკის აეროპორტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა 2 დეკემბერს. ამავე დროს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას თქმით, მომავალ კვირაში ახალი მოლაპარაკება შედგება რუსეთთან, პრორუსულ სეპარატისტებთან და ეუთოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან. კუჩმა ეგრეთ წოდებული, საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენელია.