საქართველოში ლარის კურსი განაგრძობს დაცემას

კომერციული ბანკების მსგავსად, სავალუტო ჯიხურებში ლართან მიმართებაში ერთი აშშ დოლარის გაყიდვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა.
სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში ერთი აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.01 ლარს შეადგენს, 1.91-დან 1.95 ლარამდე მერყეობს 1 დოლარის ყიდვის ფასი. როგორც "ინტერპრესნიუსის" ვალუტის გადამყიდველებმა განუცხადეს, კურსი "თითქმის ყოველწუთიერად" იზრდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აპირებს გამართოს საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც, სავარაუდოდ ლარის გაუფასურების მიზეზებსა და ბანკის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებს.