რუსეთი აშშ-ს რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს დაემორჩილოს აშშ-ს სანქციებს, რისი მიზანიც ძალაუფლებიდან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩამოშორებაა. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა 8 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობისადმი მიძღვნილ განხილვაზე ისაუბრა. აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა რუსეთს მის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. უფრო ადრე 22 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რეჟიმის შეცლის მიზნით“ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას ახორციელებს.