პარლამენტში მიმდინარეობს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მისი პარამეტრები დეპუტატებს გააცნო ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საშემოსავლო ნაწილი 9 მილიარდ 875 მილიონი, საგადასახადო კი9 მილიარდ 575 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამავე პროექტით, 5%-ს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი. მომავალ წელს საბიუჯეტო დაფინანსება სხვადასხვა მოცულობით გაეზრდება თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას. მათგან ყველაზე მეტ თანხას, 2 მილიარდ 785 მილიონ ლარს მიიღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.