რუსული რუბლის კურსი კვლავ დაეცა

რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი მორიგ სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა დოლართან და ევროსთან მიმართებით. ერთი დოლარი 58,2 რუბლი ღირს, ერთი ევრო 73,14 რუბლი. 2014 წელს რუბლს დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 40%-ზე მეტი აქვს დაკარგული - უმეტესწილად მას შემდეგ, რაც აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები უკრაინაში მისი მოქმედების გამო.