ისლამისტებმა დაიპყრეს არმიის ბაზა სირიაში

ისლამისტმა ექსტრემისტებმა დაიპყრეს სირიის არმიის მნიშვნელოვანი ბაზა ორდღიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ. ვადი დეიფის ბაზა მდებარეობს იდლიბის პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ლონდონში დაფუძნებული „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიისა“ და იდლიბელი აქტივისტების ცნობით, სამხედრო ბაზა 15 დეკემბერს აიღეს ალ-ყაიდის მოკავშირე „ალ-ნუსრას ფრონტმა“ და სხვა ისლამისტურმა ჯგუფებმა. „ობსერვატორიის“ მონაცემებით, დაიღუპნენ არმიის, სულ ცოტა, 15 წევრი და რვა ოპოზიციონერი მებრძოლი. სამოქალაქო ომმა, რომელიც სირიაში 2011 წლიდან გრძელდება, 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.