ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიერ მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.