საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც 14 საათზე დაიწყება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პრობლემა განიხილება.