„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე“ - პეტიცია საპარლამენტო კომიტეტში

Your browser doesn’t support HTML5

19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის მიზნით მომზადებული პეტიცია და მასში ასახული რეკომენდაციები განიხილეს. რა შედეგით დასრულდა საკომიტეტო მოსმენა? ამ თემაზე სასაუბროდ „გენდერულ ამბებში“ ნონა მჭედლიშვილმა მოიწვია ქალთა მოძრაობის აქტივისტი თათული თოდუა და ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე.