მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა RMG Gold-ის თანამშრომლებს

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი შეხვდა კომპანია RMG Gold-ის თანამშრომლებს და დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა იყო იმ სამუშაოების გაგრძელება, რომლებსაც საყდრისის მაღაროს დასაცავად მეცნიერთა და აქტივისტთა ჯგუფი ეწინააღმდეგება."საქართველოს მთავრობა RMG Gold-ის თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს" – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.