ყირგიზეთმა ხელი მოაწერა ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას

ყირგიზეთმა ხელი მოაწერა რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების შეთანხმებას. გაერთიანება, რომელიც რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ასევე სომხეთი და ყირგიზეთი შედიან, საბაჟო კავშირის გაფართოებულ ვარიანტს წარმოადგენს და მისი ამოქმედება 2015 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალბასბეკ ატამბაევი იმედოვნებს, რომ ყირგიზეთი ახალი გაერთიანების სრულფასოვანი წევრი 2015 წლის მაისისათვის გახდება. თუმცა, გაერთიანებაში უკვე იჩინა თავი გარკვეულმა განხეთქილებამ. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი საბაჟო კავშირის წესების დარღვევისა და გარკვეული ბელორუსული პროდუქციის აკრძალვის გამო. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კი ვარაუდობს, რომ უკრაინის კრიზისის გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია, ზრდილს დაძაბულობას მოსკოვსა და მის უახლოეს პარტნიორებს შორის.