რომის პაპმა წირვამდე ქურთი დევნილები ტელეფონით ანუგეშა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში საშობაო მესა ჩაატარა მას შემდეგ, რაც ტელეფონით ქურთთა მთავარ ქალაქ ირბილთან ახლომდებარე ბანაკში მყოფი დევნილები ანუგეშა. რომის წმინდა საყდრის 74 წლის პონტიფიკმა მოუწოდა „ისლამისტური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დევნილი ადამიანები, რომ აიტანონ ჭირთათმენა, როგორც იესომ, რომელიც ასევე დევნილი იყო მოძალადეთაგან.