პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას

საქართველოს პარლამენტმა 58 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე. კომისია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით შეიქმნა, ისინი ითხოვდნენ საყდრისში არსებული ვითარების შესწავლას და იქ მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას. დღეს საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განაცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეახსენონ პარლამენტს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას კანონის უზენაესობა და “არ უნდა გაიღოს მსხვერპლად უნიკალური კოლტურული მემკვიდრეობა რომელიმე კერძო კომპანიის ერთჯერადი მოგებისთვის”.