პროკურატურის გამომძიებლებმა დახურეს რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო

აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებიც შეიარღებული პოლიციელებით შევიდნენ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში, ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მოწმეთა თანდასწრებით ამოიღეს დოკუმენტაცია და შემდეგ ბიუროს თანამშრომლობს შენობის დატოვება აიძულეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ცნობების გამო, რომლებიც ბაქოში რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბიუროში რეიდს ეხება. შეშფოთებული ვართ ცნობების გამო, რომ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლები დააკავეს მათ ოფისში და დაკითხეს, და ამასთან იქ პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის გამო, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ანონიმურობის ჩვეულებრივ პირობებში. აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი ქენან ალიევი სამართალდამცველთა რეიდს ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დევნის გაგრძელებად მიიჩნევს. „სამართალდამცველების რეიდის გამო პარალიზებულია ჩვენი ბიურო ბაქოში. აზერბაიჯანში დიდი ხანია მიმდინარეობს ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის დაპატიმრებულია ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვმა, ჩვენი რადიოს თანამშრომელი და ერთ-ერთი პროგრამის წამყვანი. ჩვენ ამ ყველაფერს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილად მივიჩნევთ,-“ აღნიშნა ქენან ალიევმა. პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს დადგენილებით აზერბაიჯანულ სამსახურში შემოწმება ჩატარდა, როგორც უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში. მიმდინარე წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ასეთივე რეიდები უკვე ჩაატარეს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და „აირექსის“ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფში, რის შემდეგაც ორივე ორგანიზაცია მოგვიანებით დაიხურა.