ნატო ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის დასრულებას აღნიშნავს

ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის სარდლობა 28 დეკემბერს ოფიციალური ცერემონიით აღნიშნავს ავღანეთის 13 წლიანი საერთაშორისო მხარდამჭერი ოპერაციის დასრულებას. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამოდინარე ამ ღონისძიების მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი. ქაბულში გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალი ამერიკელი გენერალი ჯონ კემპბელი დაესწრება. აშშ-ი და ნატო წლის ბოლოს სამხედრო ძალის უდიდეს ნაწილს გაიყვანენ ავღანეთიდან, სადაც მომავალ წელს წვრთნისა და მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის 13.500 ჯარისკაცის დატოვება იგეგმება. მათ შორის იქნება 750 კაციანი ქართული ქვედანაყოფიც.