აღწერის პირველადი შედეგები აპრილში გახდება ცნობილი

2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება პირველადი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა. დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "საქსტატის" დირექტორმა, მერი დაუშვილმა განაცხადა, რომ ყველა ინდიკატორის მიხედვით მონაცემები ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.