84 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა

84 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, 63 პატიმარი, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, 21-ს კი დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ სულ 493 პატიმრის საქმე განიხილა.